ხულოს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაში დღეს ახალი 2017-2018 სასწავლო წლის
მაუწყებელი ზარი დაირეკა და სწავლა დაიწყო.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე დღეს დაბის საჯარო სკოლას ეწვივნენ. მათ პედაგოგ-მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს. მათ საჩუქრად ნოუთბუქები, ხოლო გასული წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

















