მასწავლებელთა სასერტიფიკაცო გამოცდები დღეიდან იწყება.
მასწავლებლები ტესტირებას პროფესიულ უნარებსა და საგნობრივში გაივლიან. დღევანდელი
გამოცდა პროფესიულ უნარებშია დანიშნული.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 19 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.
გამოცდები საქართველოს მასშტაბით 17 საგამოცდო ცენტრში იმართება.

















