საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ცინცაძის ქუჩა N81-ის და N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კი საერთო სარგებლობის კიბე მოეწყობა.
რაიონში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა გაეცნო.

















