იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში "დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში" იმყოფებოდა, სადაც ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს მხარს უჭერს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ ცნობებს იღებს და სამშობიაროებს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს უფასოდ გადასცემს. შედეგად, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი ტენდერის გზით ევროპული კომპანია "PDჩ Hეალტჰცარე"-გან მიიღო. კომპანია (ჰტტპ://წწწ.პდცორპ.ცომ/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია. იგი სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტთან ერთად ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას უზრუნველყოფს. "PDჩ Hეალტჰცარე" 60 წელზე მეტი გამოცდილების მქონეა და ამ კუთხით პროდუქტს აწარმოებს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით. აღნიშნული სამაჯურების სრული რაოდენობა 29 600 ლარი დაჯდა, ერთეული სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ბავშვი იბადება. ამ სამაჯურებით ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: "დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში".

















