logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია
კახა კალაძე: უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია
17:32 14.09.2017
„პოპულარიზაციას გავუწევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ჩემი ცხოვრება სპორტთან და ფეხბურთთან არის დაკავშირებული. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული, ჯანსაღი ცხოვრება“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
კახა კალაძე ფედერაციების საჭიროებებს გაეცნო და ხაზი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას გაუსვა.
„მაქვს შესაძლებლობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტები ერთად მივიტანოთ ცენტრალურ მთავრობასთან, სპორტის სამინისტროსთან. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია არ იყოს, თუმცა მე მზად ვარ, მთავრობასთან ერთად გავიარო ყველა პრობლემატური საკითხი. ვილაპარაკოთ ამაზე, წარმოადგინეთ თქვენი ხედვები, პროექტები, რათა უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ, ასაკის მიუხედავად. შეიძლება ყველა ვერ გამოვიდეს პროფესიონალი სპორტსმენი, მაგრამ უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია და უკვე ასაკშიც გვეხმარება“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები, მათ შორის, სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.
„ქალაქის ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რათა ყველა თაობის ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ივარჯიშოს. ასეთი კომპლექსები დღეს კერძოა და ბევრს არ აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი მუნიციპალური პროექტი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა, გამონაბოლქვის შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.
შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა