აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დღეს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან, პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის საფარის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს გაეცნო.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 2400 მეტრზე დაიგო ასფალტბეტონის საფარი. სამუშაოები ივნისის თვიდან დაიწყო და დღეს დასრულდა.
უწყების ინფორმაციითვე, მოეწყო 30 გრძ.მ. გაბიონი, 148 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 1718 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 87 გრძ.მ. ლითონის მილი.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ69 ათას 290 ლარი გამოიყო.

















