საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო
კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მისდამი გამოხატული სიყვარულისთვის, მომავალ თაობას კი წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა საშუალო მონაგარმა 12.9 ქულა, 8.4 მოხსნა და 1.4 პასი შეადგინა. მან საქართველოს ნაკრებთან ერთად სამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

















