თურქეთში მყოფი 5 წლის გიგლა ზაქარაძე, სტამბოლში, იედითეფეს საუნივერსიტეტო
კლინიკაშია მოთავსებული.
მცირეწლოვანს პარასკევს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომლისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს.
ოპერაციის ღირებულება 4.500 ლირას შედგენს.
შეგახსენებთ, რომ ოჯახი თურქეთში წავიდა გამოკვლევების ჩასატარებლად და მხოლოდ კვლევისთვი საჭირო თანხა ჰქონდათ.
ნუ დავტოვებთ მარტო განსაცდელთან პატარას.
5 წლის ბათუმელ გიგლა ზაქარაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება.
ბიჭუნას რთული დიაგნოზი აქვს. ცერებრალური დამბლის ფონზე გამოწვეული თავის ტვინის დაზიანებები; მოძრაობის შეზღუდვა რასაც თან დაერთო 6 თვის წინ მძიმე ეპილეფსია. ახლა კი დაწყებული აქვს სახსრების ძვლების დაშლა.
ოჯახი ქირით ცხოვრობს. არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა. იმის გამო რომ ბავშვის რეაბილიტაციის თანხა - 5000 ლარი ადრე ჩაურიცხა ერთ-ერთმა კომპანიამ საჩუქრად, მას მოუხსნეს ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება.
სამწუხაროდ ძალიან ცოტა დროა გიგლას დასახმარებლად.
დავეხმაროთ ყველა რითაც შეგვიძლია და ოჯახს ერთადერთი შვილი გადავურჩინოთ.
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
GE93TB7990736080100004
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი 0901200127
სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14

















