logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
NASA-ს პროექტის ფარგლებში საქართველო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
NASA-ს პროექტის ფარგლებში საქართველო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
17:10 12.09.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც NASA-ს (The National Aeronautics and Space Administration) ტყის და მიწის დაფარულობის და გლობალური დაკვირვების სისტემის (GOFC/GOLD - Global Observations of Forest and Land Cover Dynamics) პროექტის ფარგლებში ტარდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მონაცემთა გაცვლას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
პროგრამა ეფუძნება ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებიც დეგრადირებული ნიადაგების, პრობლემური ადგილების ფართომასშტაბიანი ცვლილებების შესწავლის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და, ზოგიერთი კულტურის (მაგ. ხორბალი, ქერი) შემთხვევაში, მოსავლის პროგნოზირების მონიტორინგის, მრავალწლოვანი კულტურებით დაკავებული ფართობის განსაზღვრა-დაკვირვების, სატყეო ხანძრების მონიტორინგის, მიწის დაფარულობის კვლევა-ანალიზის პროცესში ფართოდ გამოიყენება.
უწყების ინფორმაციითვე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში შექმნილია საინფორმაციო ქსელები, რომლებიც ხელს უწყობს დარგში ჩართულ სპეციალისტებს რეგულარული სემინარების და კონფერენციების მოწყობასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორცილებას. ამასთან, აღნიშნული ქსელების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან გამოცდილების გაზიარებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
„კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდება კავკასიის საინფორმაციო ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს ეძლევათ საშუალება ითანამშრომლონ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და მკვლევარებთან. ამ პროექტში ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, NASA-ს ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, ნიადაგების მდგომარეობის, ტყის მასივების შესწავლა და გავაკეთოთ მონიტორინგი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და სავარგულებზე“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ღონისძიება დღეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიხსნა და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კონფერენცია ორ ნაწილად ტარდება და კავკასიის ანალოგიური ქსელის დამფუძნებელ კონფერენციას და მოქმედი საინფორმაციო ქსელების მსოფლიო სამიტს აერთიანებს, რომელიც უნიკალური საშუალებაა ქართველი მკვლევრებისთვის სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.

საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების გაცნობის, მიწათსარგებლობისა და მიწის დაფარულობის მიმდინარე ცვლილების და ასევე პროექტების გაცნობის მიზნით, კონფერენციის ბოლოს დელეგატები ჯიღაურას მევენახეობა-მებაღეობის სამეცნიერო-კვლევით ბაზას მოინახულებენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა