თბილისში, საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩა N6 კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო
სამუშაოები მიმდინარეობს. ეზოში გამოიცვლება ბორდიურები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებლმა, ბექა მიქაუტაძემ და პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, ირაკლი ჯიშიაშვილმა დაათვალიერეს.
სამუშაოებს შპს ,,ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

















