დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიდი ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამხედრო ქალაქის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, წერნაკის, პატარძლეულის, დოლაბაურის, კაჭარავას, ფორაქიშვილის, დოდაშვილის, აბუსერიძე-ტბელის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის, ნადარეიშვილის, მეველეს, ლერწმის, მამუკინის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, მანავის, ევდოშვილის, სოხუმის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, ჩაიკოვსკის, ჩიტაძის, ბერიძის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას 9 აპრილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ალექსი მესხიშვილის, ბროსეს, სანაპიროს და თაბუკაშვილის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ჟღენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების, 12 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის, 15 საათიდან 17 საათამდე ცინცაძის ქუჩის, 11 საათიდან 19 საათამდე მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, 11:30 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის II მიკრორაიონის, 10 საათიდან 12 საათამდე ცხვედაძის და ტაბიძის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

















