logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა
პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა
15:51 11.09.2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე ინგლისურენოვანი, ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოხალისე მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ინტერკულტურული კომუნიკაციის და ზოგადი მეთოდიკის ტრენინგები, რის შემდეგაც განაწილდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად მოხალისე მასწავლებლები საპილოტე რეჟიმში განაწილდებიან პროფესიულ სასწავლებლებში და ასევე, შეასწავლიან უცხო ენას სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს.

უწყების ინფორმაციითვე, უკვე ორი წელია პროგრამამ პოზიტიური ცვლილებები განიცადა. დაიხვეწა მოხალისე მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები. შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება, გარდა ამისა, გაიზარდა მოხალისეების კონტრაქტის ვადები: მოხალისეები სრულ სასწავლო წელს ატარებენ სკოლაში, რაც ენის შესწავლის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი სტუმრობს. მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და ამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს, ასევე, ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა