დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიდი ლილოს (ნაწილობრივ) და ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაუთის, გორგასლის (ნაწილობრივ), ფერაძის, გვიმრაძის, კოსტავას, საბურთალოს, პანკისის, დოლიძის, კახიანის, ნოსტეს, მუშათა, ძმობის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას, უიარაღოს, გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ვეძათხევის, ლოჭინის, არაგვისპირელის, ადიგენის, ლეონიძის და ლერმონტოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას ჯავახეთის ქუჩის და ჯავახეთის შესახვევის, 09:30 საათიდან 12 საათამდე სოფ. ზურგოვანის, სოფ. დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, გაბაშვილის და ქავთარაძის ქუჩების, 10 საათიდან 14 საათამდე პოლიტკოვსკაიას ქუჩის, 11 საათიდან 13 საათამდე ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ხოლო 11:30 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების, მუხიანის IVა მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

















