საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი "განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ის" მონაწილე უცხოეთის ქვეყნების
სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეხვდა.
დიმიტრი შაშკინმა საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, ჩეხეთის, იტალიის, შვეიცარიის, კვიპროსის, თურქეთის და რუმინეთის სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ბოლო წლებში განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეები გააცნო.
შეხვედრაზე საქართველოში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი და პროფესიული სასწავლო დაწესებულებების ფილიალების ამოქმედების პერსპექტივაც განიხილეს.
განთლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრის მიზანი ახალი კონტაქტების დამყარება და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაა.

















