თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის შესახვევის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, სამგორის V ჩიხის, გეთიას, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დოესის, ზურაბიშვილის, ნოსირის, ლეხ-კაჩინსკის, აწყურის და წინანდლის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე წმ. ბარბარეს ქუჩის (ნაწილობრივ), 12 საათიდან 15 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის და წმ.ბარბარე (ნაწილობრივ) ქუჩის, 10 საათიდან 18 საათამდე ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე შინდისის (ნაწილობრივ) 10 საათიდან 18 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის, 10 საათიდან 16 საათამდე ანა პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩის, 10 საათიდან 18 საათამდე დაბა წყნეთის, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ცხვედაძის ქუჩის მაცხოვრებლები.

















