ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების გიორგი წიქარიშვილისა
და ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი მკურნალობას გერმანიაში განაგრძობენ. უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, ბაგრატის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეიტი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე - უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგიტი ირაკლი კუჭუხიძე დაიჭრა.

















