აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული.
მავნებლის გავრცელების კერებში 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები, სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები, მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი) მუშაობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეისათვის 82 500 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. მათ შორის, პირველ ეტაპზე დამუშავდა 53 000 ჰა, ხოლო მეორე ეტაპზე - 29 500 ჰა ფართობი, აქედან სამეგრელოში - 20 240 ჰექტარი, გურიაში - 4600 ჰექტარი, იმერეთში - 4660 ჰექტარი. ქიმიური წამლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
5 სექტემბერს მავნებლის საწინააღმდეგოდ ფართობები დამუშავდა შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში:
გურია:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:
სოფ. ღრმაღელე - 210 ჰა, სოფ.ჩოლობარგი - 65 ჰა, სოფ. შუხუთი - 30 ჰა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:
სოფ. შრომა - 120 ჰა, სოფ. ძიმითი - 45 ჰა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:
სოფ. ამაღლება -180 ჰა
სამეგრელო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:
სოფ. ცვანე - 393 ჰა, სოფ ჭითაწყარი - 40 ჰა, სოფ. ხეცერა - 120 ჰა, სოფ. ხურჩა - 75ჰა, სოფ.ჯიხაშკარი - 210 ჰა, სოფ. ჯუმი - 120 ჰა, ზუგდიდი -30 ჰა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:
სოფ. კირცხი - 235ჰა, სოფ. ლესიჭინე - 205 ჰა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:
სოფ. ობუჯი - 150 ჰა.
აბაშის მუნიციპალიტეტი:
სოფ.ანჟელი - 370ჰა, სოფ. წყემი - 35 ჰა.
სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარია დამუშავებული.

















