logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ქუთაისის პარლამენტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისის პარლამენტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
15:46 06.09.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განცხადება დღეს, საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის სახურავი, შუშის კონსტრუქცია, ასევე, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

“მოსაწესრიგებელია პარლამენტის შენობა, ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. პირველ რიგში, საჭიროებს გადახურვას, ასევე არის პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ გადახურვა ატარებს წყალს, შესაბამისად, რეაბილიტაცია არის ჩასატარებელი პოლიმერის საფარით. ასევე მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. შუშის კონსტრუქცია ატარებს წყალს და არსებული კონსტრუქციის პირობებში ვერ ვარეგულირებთ ტემპერატურას. ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდინარე ტერიტორია. მათ შორის, მოსაწყობია ავტოსადგომი და შესასვლელის მოპირკეთება. შეგვიძლია ამ ტერიტორიის გამწვანება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ხაზინადართა საბჭოს ვთხოვო, რომ სათანადოდ შეისწავლოს ფინანსურად ეს საკითხი და შესაბამისად დავიწყოთ მუშაობა ამ ყველაფერზე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა