დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, სხვიტორის, რევოლუციის, ბარისახოს, ტრაპაიძის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:30 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის VI და VII მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს, 15 საათიდან 17 საათამდე ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას 26 მაისის მოედნის, გამსახურდიას, პეკინის, ბოლქვაძის, კოსტავას, ჩიქოვანის და დოლიძის ქუჩების, 10 საათიდან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I და II კვარტლების, 10 საათიდან 16 საათამდე იყალთოს მთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტეხურის, ქარელის, ნატახტარის, ბზვანელის, ბაკურციხის, ტუსკიას და წინაუბნის ქუჩების, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სადგურის და ვაგზლის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩის, ხოლო 13 საათიდან 15 საათამდე ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვააკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების, 10:30 საათიდან 17 საათამდე ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), 10 საათიდან 18 საათამდე კი დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს შეეხება.

















