საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადები მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართებზე მიიღება:
• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;
• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო.

















