logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ფიტოსანიტარიის სტანდარტებს საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისში განიხილავენ
ფიტოსანიტარიის სტანდარტებს საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისში განიხილავენ
14:35 05.09.2017
თბილისში მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული სემინარი მიმდინარეობს, რომელშიც ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება და მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების გაძლიერება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას 18 ქვეყნის 24 დელეგატი ესწრება, რომლებიც ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების პროექტებს განიხილავენ და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ევროპისა და ხმელთაშუაზღვის მცენარეთა დაცვის რეგიონული ორგანიზაციის აქტივობებს და მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას ეცნობიან. სემინარს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება ესწრებიან მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივანი ჯინიუენ შია და ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)გენერალური დირექტორი მარტინ ვორდი.



სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მისი განცხადებით, ასეთი წარმომადგენლობითი რეგიონული შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება და მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის სფეროსა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარებისთვის.


“ქართული მხარე ასეთ მასშტაბურ პლატფორმას გამოიყენებს და ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილებს ყურადღებას“- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.


სამუშაო შეხვედრის ფორმატში სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე დელეგატებს ინფორმაციას წარუდგენს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში სხვა ქვეყნების გამოცდილება უმნიშვნელოვანესია.
რეგიონული სემინარი მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოს (IPPC), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის, ცენტრალური აზიის ქვერეგიონული ოფისისა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის რეგიონული ორგანიზაციის (EPPO) ერთობლივი ძალებით იმართება და ორგანიზებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ჩინეთის სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით (საქართველო ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად).


მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც 183 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს, მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და ქვეყნებში შემოჭრის პრევენციისა და კულტივირებული და ველურად მზარდი მცენარეების დასაცავად შეიქმნა. მას საქართველომ ხელი 2007 წელს მოაწერა. დღეისათვის მიღებულია ფიტოსანიტარიული ზომების 41 საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ინერგება კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების მიერ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა