დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, სხვიტორის, რევოლუციის, ბარისახოს, ტრაპაიძის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე ანდრონიკაშვილის, მანაგაძის, ბაღნარის, ჩიქვანაიას, ბიჭვინთის, რევოლუციის, ზაჰესის, სკოლის, ჭრებალოს, ულიანოვის, უწერის, გაგრის და შუშის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე გლდანის ხევის დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, თემქის, ქერჩის, ხიზამბარელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11:30 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ავჭალის სამხედრო დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის, 10 საათიდან 17 საათამდე ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის, პოლიციის და თვალჭრელიძის ქუჩების, 11 საათიდან 15 საათამდე ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ასევე 10 საათიდან 17 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ქუთათელაძის, ქავთარაძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის, ჩხეიძის, უნივერსიტეტის, ჩახავას და ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
„თელასის“ ინფორმაციითვე, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაშლიჯვრის დასახლების და გოძიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე ბერბუკის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე ახმეტის, თელავის, კობარეთის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 18 საათამდე ევროპის მოედნის, მეტეხის აღმართის, ღვინის აღმართის, ჯორბენაძის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის და დუტუ მეგრელის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე ბეთლემის აღმართის, გუდიაშვილის მოედნის, დიუმას, პუშკინის, კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, ლესელიძის, ახოსპირელის, აბო თბილელის, ჩიხრაძის, ჯიბლაძის, კუფტინის, ანტონ კათალიკოსის, ბერიძის, საიათნოვას, გრიგოლ ხანძთელის, ყავლაშვილის, ივერიის, გულიას, ხონელის, სოღანლუღის, ხარფუხის, ტაბახმელის, ცურტაველის, გრიშაშვილის, შუშინის, გორგასლის, ფირდოუსის და ფაბრიკის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
გარდა ამისა, 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ მარჯვენა სანაპიროს, დუმბაძის, მესხის, სავანელის, ჭონქაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი-მესხიშვილის, ასათიანის, ჭანტურიას, თაბუკაშვილის და სანაპიროს ქუჩების, 11 საათიდან 15 საათამდე კი აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

















