შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ფლავისმანიდან დაახლოებით 500 მეტრში ხანძარი
თითქმის ლიკვიდირებულია.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოკუპანტები ცეხლს გვიან ღამემდე აქრობდნენ.
ფლავისმანის მკვიდრთა ინფორმაციით, სავარაუდოდ, სახნავი ტერიტორიის დასამუშავებლად მოსამზადებლად ადგილობრივებმა ცეცხლი ბალახს წაუკიდეს, თუმცა ცეცხლის შეჩერება ვეღარ შეძლეს.
ხანძრის შედეგად სახნავი და საძოვრებად განკუთვნილი ტერიტორიაა დამწვარი.

















