logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანიის ელჩი, განათლების მინისტრი და თბილისის მერი ხვალ გერმანული საერთაშორისო სკოლის ახალ შენობას გახსნიან
გერმანიის ელჩი, განათლების მინისტრი და თბილისის მერი ხვალ გერმანული საერთაშორისო სკოლის ახალ შენობას გახსნიან
23:39 03.09.2017
საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალ შენობას ხვალ საზეიმოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი დოქტ. ჰაიკე ფაიჩი, ვიცე პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნიან.
თანამედროვე სასკოლო კამპუსი, რომელიც გერმანელი არქიტექტორის მიერაა დაპროექტებული, ბაგებში გამწვანებულ ადგილას მდებარეობს და მას დიდი გარე ტერიტორია გააჩია. 2017-2018 სასწავლო წელს ახალი შენობა სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს სთავაზობს ადგილს.
საქართველოს მთავრობამ 2014 წლის დეკემბერში სკოლის კავშირს 8300 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორია იმ პირობით გადასცა, რომ იქ გერმანული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდებოდა. მშენებლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. წელიწადნახევრიანი მშენებლობის შემდეგ, სასკოლო კამპუსი მშობლების, მოსწავლეებისა და მრავალი მოწვეული სტუმრის თანდასწრებით საზეიმოდ გაიხსნება.
მსოფლიოში არსებულ 140 გერმანულ სკოლებს შორის თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
ეს სკოლა საქართველოში მოსწავლეებს სასკოლო განათლებას გერმანულ ენაზე გერმანული სასწავლო გეგმითა და გერმანული ატესტატით სთავაზობს. პარალელურად, სკოლა ინტეგრირებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან და გააჩნია სახელმწიფო ავტორიზაცია. იგი ღიაა ბავშვებისთვის როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა. იგი არ არის მოგებაზე ორიენტირებული და ფინანსდება მშობლებისგან მიღებული სასკოლო გადასახადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო სახსრებითა და შემოწირულობებით. ამჟამად სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები პირველიდან მე-8 კლასამდე და ყოველწლიურად მას ერთი კლასი ემატება. გერმანულენოვან საბავშვო ბაღში, რომელიც სკოლას ეკუთვნის, 60 ადგილია.
გახსნის ცერემონია ხვალ 16:00 საათზე გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა