დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კალანდაძის და სარაჯიშვილის ქუჩების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 12 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ევდოშვილის ქუჩის,
10 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩების, 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), 11 საათიდან 12 საათამდე ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, მეტეხის აღმართის, სამრეკლოს, ხარაგაულის, მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, ლომოურის, იორის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, ერევნის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, არმაზის, ფაბრიციუსის, კახეთის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ავლაბრის, სპარტაკის, ურიცკის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოვლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იუნკერთა, სპანდარიანის, გელათის, შირაქის, რუისის, ჩეხოვის, ბოროდინის, ურბნისის, ფერისცვალების, ისნის, ფაღავას, ალიხანიანის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, შავსოფლის, სართიჭალის, ლუსინიანის, პატარძლეულის, ცისკრის, გუთნის, მათიშვილის, დუტუ მეგრელის და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, არალეთის, იფნევის, კვერნაულის, ზვარეთის, ჟველაურის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ნავთლუღი II დასახლების II, III, IV ქუჩების და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

















