logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე სახალხო ზეიმს ,,ჩაქვისთავობა" დაესწრო
ზურაბ პატარაძე სახალხო ზეიმს ,,ჩაქვისთავობა" დაესწრო
18:26 03.09.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ჩაქვისთავობა“ დაესწრო. სახალხო ზეიმს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მტირალას ეროვნულ პარკში შეკრებილ მოზეიმეებს დღესასწაული მიულოცეს.

,,ჩაქვის მოსახლეობას, ჩემს ჩაქველებს ვულოცავ არაჩვეულებრივ დღესასწაულს ჩაქვისთავობას. სიკეთის, სიყვარულის, გვერდში დგომის, ტრადიციების, წარმატებების დღეა დღეს და ყველანი ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. წლევანდელი დღესასწაული უფრო საინტერესოა, მრავალფეროვანია პროგრამა. რა თქმა უნდა აქაურობას ჭირდება განვითარება. ჩვენ ვხედავთ წელს გნსაკუთრებით მოჭარბებულ ტურისტებს, ამოსულ სტუმრებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება აჭარაში და კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მინდა აღვნიშნო, რომ წელს იწყება გზის მშენებლობა. 600 ათასი ლარი დაიხარჯება წლევნდელი ბიუჯეტიდან, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაიდება დაახლოებით 1 მილიონ 500 ათასი ლარი, რათა სრულად დაიგოს გზა, ჩაქვისთავამდე მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. ამ ულამაზეს ხეობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ტურისტული თვალსაზრისით. ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდება ამ მუნიციპალიტეტში",-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

სახალხო ზეიმი ტრადიციულია და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება. წელსაც, ტრადიციისამებრ, ხალას კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. ასევე ნარდსა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო. ღონისძიების ბოლოს საპატიო ჩაქვისთაველები გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები და მედლები გადაეცათ საჩუქრად.

„ჩაქვისთავობა-2017“ ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა