logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში საზეიმო მსვლელობა მოეწყო
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში საზეიმო მსვლელობა მოეწყო
17:52 02.09.2017
ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქის სტუმრებთან და რიგით ბათუმელებთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს.

სიმბოლურად, "ბათუმობა 2017" მემედ აბაშიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ კარიბჭესთან გაიხსნა.

სასულე ორკესტრის საზეიმო მარშის ფონზე მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობებმა მოძრავი სანახაობა გამართეს.

მოსეირნეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე და მის გადამკვეთ ქუჩებზე ბათუმობასთან დაკავშირებული საგამოფენო სივრცეები და ხელნაკეთი ნივთების სტენდები დაათვალიერეს.

„მიხარია, რომ დღეს ქუჩაში მთელი ქალაქია გამოსული და ზეიმობს ამ ლამაზ დღესასწაულს. მინდა ვისარგებლო შემხვევით და ყველას მივულოცო ბათუმობა და ვუსურვო წარმატება, სიკეთე და მშვიდობა პირველ რიგში.სასიხარულოა, რომ წელს გაფართოვდა გეოგრაფია და აქ არის ოფიციალური დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან, ტურისტი უამრავი ქალაქიდან და რეგიონიდან. ეს ჩვენი ქალაქის დღეა და ამ ტრადიციას ყოველწლიურად კიდევ უფრო განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება“ - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთნ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

წელს "ბათუმობის" ფარგლებში მოზარდებისთვის და პატარებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლებელი იყო ფოტოსესიების გამართვა და ქუჩის მოხატვაში მონაწილეობა.
მემედ აბაშიძის გამზირზე, პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ გაიმართა პერფორმანსი და ძველი ბათუმის ამსახველ ფოტოების გამოფენა, რომლითაც ქალაქის ისტორია გაცოცხლდა. გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“.

დღესვე, ევროპის მოედანზე ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში თანამედროვე STREET ART - ისა, ხოლო მემედ აბაშიძის ქუცაზე ვეშაპის ინსტალაცია - შადრევანი მოეწყო.

კითხვის მოყვარულთათვის "წიგნები ბათუმში" და „ბიბლუსმა“ - თავიანთი წიგნების გამოფენა - გაყიდვას გამართეს.

დღის ბოლოს ბათუმის საზაფხულო თეატრში ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ
"ბათუმის" ვარსკვლავი გაიხსნება და საპატიო ბათუმელები დაჯილდოვდებიან. ბათუმობის პირველი დღის საფინალო კონცერტს ბათუმის ჯაზ ბიგბენდი ევროპის მოედანზე გამართავს.

ბათუმობის დასკვნითი გალა კონცერტი ქართველი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ევროპის მოედანზე 3 სექტემბერს საღამოს 21:00 საათზე გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა