logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იყალთოში ქვევრის ღვინის მე-4 სიმპოზიუმი გაიხსნა
იყალთოში ქვევრის ღვინის მე-4 სიმპოზიუმი გაიხსნა
14:36 02.09.2017
ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი დღეს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში გაიხსნა. ღონისძიება ორდღიანია და ის ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით იმართება.

სიმპოზიუმი მისასალმებელი სიტყვით ალავერდის მიტროპოლიტმა აბბა დავითმა გახსნა.

„ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2011 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი იმათაა გამორჩეული, რომ მის ფარგლებში პირველად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე გააჩნეს სამომავლოდ საფუძველს, რომ ქვევრის სიმპოზიუმი ჩატარდეს ევროპის მეღვინეობის ტრადიციის მქონე რომელიმე ქვეყანაში და დიდ საერთაშორისო კონკურსებზე გაჩნდეს „ქვევრის ღვინის კატეგორია“ - სწორედ ამით არის წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა მიტრიპოლიტმა.
შეკრების მონაწილეებს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი მიესალმა. მისი თქმით, სიმპოზიუმის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ტარდება გამოფენა სახელწოდებით „საქართველო ღვინის აკვანი“.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა, რომ საფრანგეთში ოთხი თვის მანძილზე გაიმართება გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი. ამაში დიდი წვლილი სწორედ გასულ წლებში ჩატარებულმა ქვევრის ღვინის სიმპოზიუმმა შეიტანა. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში უკვე დგას ქართული ქვევრი, სადაც მითითებულია რომ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია - ეს ქვევრი ცენტრში იქნება მუდმივად და ყველა დამთვალიერებელი, პირველად რასაც დაინახავს - ეს იქნება ქართული ქვევრი, რაც ძალიან დიდი მიღწევა და აღიარებაა“ - აღნიშნა თინა კეზელმა.
სიმპოზიუმის პირველი დღე 4 სამეცნიერო სესიას დაეთმო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: ქვევრის ღვინო და საქართველოს განახლებული კანონმდებლობა. 3 სექტემბერს სიმპოზიუმის ფარგლებში 5 სამეცნიერო სესია გაიმართება, ხოლო დასკვნით ნაწილში მოხდება ქვევრის ღვინის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და საზეიმო დაჯილდოება.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ,,ქართული ღვინო“ და ალავერდელი
მიტროპოლიტი დავითი.

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის ჟიური წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით, მათ შორისაა ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.
ქვევრის ღვინის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებენ. მონაწილეებს საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ.

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა