იოსებიძისა და ბულაჩაურის მიმდებარე ქუჩებს, რომლებსაც წყალმომარაგება წუხელ წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო შეუწყდათ, წყალი კვლავ არ მიეწოდებათ.
როგორც "ნიუსპრესს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრესსამსახურიდან აცნობეს, დაზიანება სასმელი წყლის 250 მილიმეტრიან თუჯის მილზე მოხდა.
ამ დროისთვის წყლის მიწოდება ბულაჩაურის, იოსებიძის, ხვიჩიასა და ცაგერის ქუჩებს, ასევე პეკინის გამზირის კენტ ნომრებს აქვთ შეწყვეტილი.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია და წყლის მიწოდება ზემოთაღნიშნულ ქუჩებს საღამოს 10 საათიდან აღუდგებათ.

















