საქართველოში დღეს 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
„დღეს დილით 10:36 წუთზე დაფიქსირდა მიწისძვრა, კახეთში, მაგნიტუდით 3.9. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ აღმოსავლეთით 13 კილომეტრში იყო.
ბიძგები არ იყო ძლიერი და ამიტომ, ის საშუალო სიმძლავრის მიწისძვრად ჩაითვალა, რომლესაც ზარალი არ მოყოლია“ - აცხადებენ სეისმოლოგები.

















