დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, სააკაძის, ცინცაძის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანის, რომელაშვილის, აწყურის, სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის, 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის ხევის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, მორის ფოცხიშვილის, რიონის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ჭედიას, კაჭარავას V ქუჩის, ლიბანის, გუდაუთის, სალხინოს, ჯანჯღავას, კაჭარავას და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების, 11:30 საათიდან 18 საათამდე სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის VII მიკრორაიონის, 11 საათიდან 12 საათამდე სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის და ბარამიძის ქუჩების, 14:30 საათიდან 16:30 საათამდე თორნიკე ერისთვის ქუჩის, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლები.

















