logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გურიაში ინტენსიურად მიმდინარეობს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გურიაში ინტენსიურად მიმდინარეობს
17:04 31.08.2017
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გურიაში, დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი სახელმწიფო რწმუნებულთან, გურიის რეგიონში, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, ქიმიური წამლობა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში (გურიანთა, სოფელი ოზურგეთი, ნიგოითი, შუხუთი, ჩიბათი, ლესა, ჩოჩხათი, სუფსა და ნიგვზიანი) ინტენსიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამ დროისთვის 2 ათასამდე ჰექტარი ფართობია შეწამლული და წინასწარი მონაცემებით, 3 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.

„აზიური ფაროსანა გამოწვევაა აგრარული სექტორისთვის და მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ, მათ შორის გურიის რეგიონში. ღონისძიებების პირველ ეტაპზე ჩატარებული და ამჟამად მიმდინარე წამლობის შედეგად ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, თუმცა, მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ წამლობას. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა, რაც წამლობის გარდა მექანიკური ღონისძიებების გატარებასაც გულისხმობს“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები იმ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტარდება. ადგილზე მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა და სპეციალისტები. სააგენტოსთან ერთად აქტიურად ვახდენთ მავნებლის გავრცელების კერების იდენტიფიცირებას, რათა სრულად და დროულად მოხდეს ღონისძიებების გატარება“ -აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი დამუშავდა. მეორე ეტაპზე 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.
ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა