logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: რაც რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით სპეკულაციები მოვისმინე, სამარცხვინო იყო
პრემიერი: რაც რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით სპეკულაციები მოვისმინე, სამარცხვინო იყო
13:17 31.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც სტიქიასთან ბრძოლაში დაგვეხმარა.
„მინდა გადავუხადო დიდი მადლობა მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის სტიქიის დაძლევაში. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი.
ერთი რამ გამოჩნდა, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რეგიონული ჩართულობა არის აუცილებელი.
უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო დიდი მასშტაბი მისცემოდა, იყო საკმაოდ რეალური.
კარგად მახსოვს, ოთხშაბათი საღამო, როდესაც ქარმა პრაქტიკულად იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც გვქონდა სტიქიის დასაწყისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, სათანადოდ შეაფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები“-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით.
„ჩვენ ყოველთვის ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენს მანდატს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად აღვასრულებთ. ამაზე მეტი საუბარი არ ღირს. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე პრემიერის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა დეტალური კომენტარი. ჩვენ თავის სამართლებელი ჩვენს მოსახლეობასთან ნამდვილად არაფერი გვაქვს. რა თქმა უნდა, ემოციები ასეთ დროს ყველას აქვს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა უნდა დავძლიოთ ეს ემოციები და კონსოლიდაციით, გაერთიანებით, უნდა შევუტიოთ ხოლმე ასეთ გამოწვევას. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი იყო გაერთიანებული როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად, ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში“-განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა