logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ამერიკელ სამხედროებთან ერთად მომავალი სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი დაკომპლექტდება, აღიჭურვება და მუდმივ წვრთნებს განახორციელებს
ამერიკელ სამხედროებთან ერთად მომავალი სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი დაკომპლექტდება, აღიჭურვება და მუდმივ წვრთნებს განახორციელებს
13:43 23.08.2017
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის ურთიერთგაგების მომემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის მხრიდან ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5/8 დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევიდ ალვინმა მოაწერეს.
ლევან იზორიამ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მემორანდუმი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი წვრთნების მიმართულებით.
„ამერიკელ კოლეგებთან ერთად მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩვენი ცხრა ბატალიონის დაკომპლექტებას, აღჭურვასა და მუდმივ წვრთნებს ვგეგმავთ, რათა თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზარდოს და საქართველო მომავალში უფრო უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
GDRP საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
მემორანდუმის ხელმოწერამდე გენერალ-მაიორ დევიდ ალვინს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა