logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში ვიზიტით იმყოფებიან
ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში ვიზიტით იმყოფებიან
11:10 14.08.2017
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად გაემგზავრა.
ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი სამხედროების მონახულებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურთან, გენერალ მურად სელჩუკთან შეხვედრები გამართეს. გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითოები არიან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.
ქაბულში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა. სტუმრებს აეროპორტში ბაზის მეთაური, გენერალი ჯონ ტომსონი დახვდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ბატალიონის მეთაურისგან, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძისგან II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის საქმიანობისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს და მის თანამებრძოლებს თანადგომა გამოუცხადეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოგვიანებით უწყების ხელმძღვანელმა პირებმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელები, კაპრალი გელა ხელაძე და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე მედლებით „საბრძოლო იარისთვის", ხოლო ლეიტენანტი შოთა ქვრივიშვილი და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე სამკერდე ნიშნით „მებრძოლი ქვეითი ჯარისკაცი“ დააჯილდოვეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ კი, თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა.
დღის ბოლოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაინაცვლეს, სადაც ისინი 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სესიაშვილმა დალოცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა