ავღანეთში 3 აგვისტოს მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი
სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართება.
სამოქალაქო პანაშვიდი ქ. ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე). ეკლესიიდან გამოსვენება - 15:00 საათზე, დაკრძალვა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

















