საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე
ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახისადმი სამძიმრის წერილი გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო თავდასხმის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს, ავღანეთში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებულითავდასხმისას, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სერჟანტი ბებიაშვილი მსახურობდა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიისფარგლებში, სადაც საქართველოს, როგორც ნატო-ს მომავალ წევრს და საიმედო პარტნიორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისგანმტკიცებასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის.
ასევე, თავდასხმის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს სამინისტრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“- ნათქვამია განცხადებაში.

















