logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა
ლევან იზორია აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა
11:29 03.08.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ, ფრედერიკ ბენ ჰოჯესს უმასპინძლა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში მისი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის 2016 წლის ივლისში „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების“ თაობაზე ხელმოწერილი მემორანდუმითა და 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის, მდგრადობისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და კონკრეტულად, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერაზე გაამახვილა: „აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ის საქართველოს მეგობარია. აგვისტოში კიდევ შვიდ ამერიკელ გენერალს ველოდებით და თვის მიწურულს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას ოფიციალურად ვგეგმავთ. მართალია, ინფრასტრუქრული პროექტები უკვე დავიწყეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საწყის ეტაპზე ჩართულობა შეძლონ, იურიდიული საფუძველიც გვექნება. ასე რომ, ის მასშტაბები და დინამიკა, რაც მოცემულ ეტაპზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში გვაქვს, მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის კონკრეტული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი წარმოადგენდა; საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის ვიზიტს, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გაიხსენა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. მისი პირველი ვიზიტიც ჩვენს ქვეყანაში შედგა.
რამდენიმე თვეში გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის პოსტზე საქმიანობას დაასრულებს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა