logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა
III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა
10:48 02.08.2017
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.

თვადაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე" გაიმართა. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან გადაიბარა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

პირად შემადგენლობას სიტყვით საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარკო ჰაუბმა მიმართა. მან I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ასევე, იმყოფებოდნენ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრე ბოუდმანი, ჩრდილოეთ სარდლობის სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ტომას ელ. ფუსი, ასევე გერმანიის, აშშ-ის, ხორვატიის, ჰოლანდიის, მონღოლეთის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები.
უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრე ბოუდმანმა და საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარკო ჰაუბმა I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირად შემადგენლობას მედლები „მტკიცე მხარდაჭერისათვის" გადასცეს.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე სამხედრო მოსამსახურეები კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა დალოცა.

III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა