logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გახსნას დაესწრო
პრემიერი მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გახსნას დაესწრო
21:35 30.07.2017
ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო თბილისში იმყოფება. გზავნილით - ძალა პარტნიორობაშია, საქართველო უკვე მესამედ, მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2017" მასპინძლობს.
ფართომასშტაბიანი სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერის შეფასებით, ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორის" სახელს ატარებს, რაც უკავშირდება ქართველი ჯარისკაცების თავდადებულ ბრძოლას მსოფლიოში მშვიდობისთვის.
"სწორედ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მიიჩნევს დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად ყველა ჩვენი პარტნიორი. საქართველოში უკვე მესამედ ტარდება სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი" და მისასალმებელია, რომ ამჯერად ეს სწავლება კიდევ უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს სწავლება ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნის და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იქნება მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი სტაბილურობის გარანტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც, თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და საქართველოსთან, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მასში ჩართული არიან გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა და სომხეთი. ამასთან, გერმანია სამხედრო ტექნიკით წელს პირველად ჩაერთო სწავლებაში.
"რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თანამედროვე საბრძოლო უნარ-ჩვევების შესაძენად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩვენი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ასეთი თანამშრომლობა აყალიბებს ურთიერთნდობას სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის, სწორედ ასეთი სწავლების დროს ეყრება საფუძველი თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რაც არის კიდეც მსგავსი სწავლების ძირითადი მიზანი. ამასთან ერთად, სამხედრო სწავლება კიდევ უფრო გააძლიერებს მასში მონაწილე ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავსებადობას. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყოველ წელს იზრდება. სწორედ ისინი გვიდგანან გვერდში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, ჩამოყალიბდეს სტაბილურ ქვეყნად თანამედროვე და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა საქართველოს მიერ,სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში შეტანილ ღირსეულ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი სახელმწიფოა ავღანეთში, სადაც 870-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჩვენმა სამხედროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის სანდო და ღირსეული პარტნიორი, რომლის ნდობაც ნებისმიერი გამოწვევის დროს შეიძლება.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. პრემიერის შეფასებით, ამის დადასტურებაა სწავლება ,,ღირსეული პარტნიორიც", რომელიც მთლიანად ამერიკული მხარის დაფინანსებულია.
"მოგეხსენებათ, რომ ხვალ საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ეს ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის მხრიდან გადმოდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისაკენ. დარწმუნებული ვარ, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი" ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ამ გამოცდილებას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ღირსეული პარტნიორის" გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. სტუმრებმა და ღონისძიებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა