logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 III ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში გააცილეს
III ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში გააცილეს
11:13 13.07.2017
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ქართული ასეული კაპიტან შალვა მეგრელიშვილის მეთაურობით, მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიალს უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ სამშვიდობოებს სიტყვით მიმართა და ნატოს სამხედრო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე, ასევე თავდაცვის სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მაღალი კვალიფიკაცია ხაზგასმით აღნიშნა.
ავღანეთში გამგზავრების წინ ასეული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გობრონმა დალოცა. ღონისძიების დასასრულს კი III ქვეითი ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა. ქვედანაყოფის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტეც დაესწრო.
III ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეული ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ასეულმა ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 4 თებერვლიდან 23 ივნისის ჩათვლით გაიარა. გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით, ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მიმართულებებში მომზადდა. მათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაშიც ჩაუტარდათ. გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13-კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე, მანავში გაიარა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა