logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება
17:30 13.06.2017
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება. ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ მომზადებულ მოდულს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დე პარტამენტის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი უძღვება.
სამი დღის განმავლობაში კურსის მსმენელები ჰიბრიდული ომის თეორიას გაეცნობიან და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ჰიბრიდული ომის სტრატეგიებს, ასევე საფრთხეების კიბერგანზომილებას შეისწავლიან.
მომხსენებლები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ოპერაციების მსგავსების საკითხებსა და მანიპულაციის საშუალებებსაც შეეხებიან. მსმენელები ჯგუფებად გადანაწილდებიან და ინტერაქციულ რეჟიმში კონკრეტულ შემთხვევებსაც განიხილავენ.
სემინარის მიზანს ჰიბრიდული ომის შესახებ არსებული თეორიებისა და სტრატეგიების განხილვა, ასევე უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისათვის ჰიბრიდული ომის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ ლექციებს მოწვეული სპიკერები - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა ღვინერია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველი ნოდარ ტანგიაშვილი, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები წაიკითხავენ.
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.
კურსის დასკვნითი, მე-10 მოდული გასვლით ღონისძიებებს დაეთმობა. მსმენელები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, შსს აკადემიას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და სასაზღვრო პოლიციას ესტუმრებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა