logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„წერილები ჯარისკაცებს“ - მოსწავლეებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს
„წერილები ჯარისკაცებს“ - მოსწავლეებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს
16:31 06.06.2017
„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“... ასე იწყება საპასუხო წერილები, რომლებიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს. ბარათები მოზარდებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს. პატარები გზავნილებში სამშობლოსგან შორს მყოფ სამხედროებს თანადგომას უცხადებენ და მათი ცხოვრების წესით ინტერესდებიან: „თქვენ ჩემთვის საქართველოს ერთგული ადამიანები ხართ“, „მინდა ყველა ქართველმა მოგბაძოს და სამშობლოს სიყვარულში შეგეჯიბროს“, „ერთად დავიცვათ სამშობლო“, „მამაცო ჯარისკაცო, ბევრი რამ მაინტერესებს - როგორ ვარჯიშობთ, რითი გადაადგილდებით?“... წერილების ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები იყვნენ, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არიან დისლოცირებული.
დღეს, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედროებთან ერთად ესტუმრა. მათ სკოლის IV-V კლასების მოსწავლეებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები გადასცეს.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სამხედროების მხარდაჭერისათვის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ პროექტში მოსწავლეების ჩართულობაში მათი მოქალაქეობრივი პოზიცია იგრძნობა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა იგეგმება.
პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ სხვა გამომსვლელებმაც ისაუბრეს.
სამხედროებმა და მოსწავლეებმა წერილები ერთად გახსნეს და წაიკითხეს. ღონისძიება ვიდეოკონფერენციით გაგრძელდა. მოსწავლეებს დამეგობრებულ ჯარისკაცებთან საუბრისა და კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ სამხედროებს თავდაცვის მინისტრმაც მიმართა და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მოგვიანებით, მოზარდებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს და მათ საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრებიც გადასცეს. თავდაცვის მინისტრმა სკოლას სიმბოლური საჩუქარი უსახსოვრა.
ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სიმბოლური ჩანაწერი დატოვა და ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო წერილები ქუთაისის მე-14 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც გამოუზავნეს. წერილები ადრესატებს III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა მიუტანეს. პროექტში მონაწილე სხვა სკოლები ავღანეთიდან გამოგზავნილ წერილებს ეტაპობრივად მიიღებენ.
„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.
პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა