logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა კავშირგაბმულობის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
თავდაცვის მინისტრმა კავშირგაბმულობის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
16:18 05.06.2017
საქართველოს შეიარაღებული ძალები კავშირგაბმულობის დღეს აღნიშნავს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა, მათი ღვაწლი ხაზგასმით აღნიშნა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან იზორიამ ყურადღება კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყება შეიარაღებულ ძალებში არსებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სტანდარტიზაციასა და ნატოს თანამედროვე სისტემებთან თავსებადობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პირად შემადგენლობას, ასევე, სიტყვით მიმართა გენერალური შტაბის უფროსმა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან კავშირგაბმულობის განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების წვლილი გაიხსენა და მათ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ სიტყვით გამოსვლისას, დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კავშირგაბმულობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის პირველი დღეებიდან აქტუალური გახდა შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის მხარდასაჭერად ისეთი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კავშირების დაგეგმვასა და უზრუნველყოფის კონტროლს, როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. ამ მიზნით, 1991 წლის დეკემბერში გენერალურ შტაბში კავშირგაბმულობის განყოფილება გაიხსნა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1992 წლის 5 ივნისის №100 ბრძანებით, კავშირგაბმულობის სამმართველო და გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის კვანძი შეიქმნა.
დღეს, გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით შეიარაღებულ ძალებში მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის განვითარებისა და სრულყოფისათვის მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა