logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
23:46 30.05.2017
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეექვსე, 2017 წლის გამოშვება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. კადეტებს სასწავლო წლის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა ეს დღე კადეტების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებსაც მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს. კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემაც მიმართა, ლიცეუმის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასწავლებლის განვითარების საქმეში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. კურსდამთავრებულები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.
2017 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 76 კადეტმა დაასრულა, რომელთაგან 8 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანია. უმრავლესობას სწავლის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაგრძელების სურვილი აქვს. დღესვე, კადეტებს სერტიფიკატები, ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მოგვიანებით, მეექვსე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი კონცერტითა და საზეიმო მიღებით გაგრძელდა. კადეტებმა კონცერტზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და 15 სექტემბერი ლიცეუმის დღედ გამოცხადდა.
ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის ვაჟები ირიცხებოდნენ. წლევანდელ სასწავლო წელს კი ლიცეუმი სიახლით შეხვდა. მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2016-2017 სასწავლო აკადემიურ წელს ლიცეუმში 8 გოგონა ჩაირიცხა.
ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.
ლიცეუმში სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმისა და სამხედრო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა