კრწანისში ხვალ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) დაარსების ორი წლისთავისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების - ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 იარაღის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას დაესწრებიან.
ხვალიდან ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.
ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება.

















