logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
17:05 23.05.2017
ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ მიმდინარე რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლევან იზორიამ, ფიქრი იშიკმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი წარმატებულად შეაფასეს და ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. მინისტრებმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილიც გამოთქვეს.
„ათწლეულებია თავდაცვის სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ერთობლივი წვრთნების ჩატარების კარგი გამოცდილება გვაქვს. წელს ერთობლივ წვრთნებს უფრო ფართო სახე მიეცა - ორ კვირაში ჩვენს ოპერაციულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნები დაიწყება; სექტემბერში კი, ერთობლივი საშტაბო-კომპიუტერული წვრთნები ჩატარდება. განვიხილეთ, რომ ეს ფორმატი მომავალში უფრო გავაფართოვოთ. მსგავსი სახის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, თუ როგორ უნდა ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი უფრო მაღალ დონეზე, რათა ჩვენს რეგიონში გლობალური პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამივე ქვეყანას ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა აქვს და კავკასიაში სამივე ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენს ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით მართლაც, რომ სამაგალითო ურთიერთობა გააჩნიათ. სამივე ქვეყანა ენერგოსატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება. ამას მეტყველებს დღეს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი წარმატებით ვითარდება და სამომავლოდ შეგვიძლია აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ახალი პროექტები განვავითაროთ. კავკასიის რეგიონში სამივე ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ და კიდევ ერთხელ საქართველოსა და აზერბაიჯანთან მტკიცე პარტნიორობის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ფიქრი იშიკმა.
„რეგიონული თანამშრომლობის განხილვისას შევთანხმდით, რომ სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული. ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის კი, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ხელს ჩვენი ქვეყნების განვითარებას შეუწყობს. შეხვედრაზე ჩვენს მიერ განხილული საკითხები უსაფრთხოების, სტაბილურობის, მშვიდობისა და რეგიონის განვითარებისკენაა მიმართული“ - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და საუბრის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა.
ერთობლივი განცხადებებისას სამივე მინისტრმა მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმეს და გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. დღევანდელი მინისტერიალი რიგით მეხუთეა და მას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა