logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა
00:18 01.05.2017
IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს შეირაღებული ძალების დღე ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნა. დღეიდან, ქართულ ჯარს 263 წვევამდელი შეემატა. ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. მათ ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი ახლახან დაასრულეს, სადაც ისინი საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ უწყებრივი მედლებით კაპიტნები -გიორგი დვალი, ლევან წიქარიძე, ლაშა ოდილავაძე, მაიორები - ზაზა ძამუკაშვილი და მიხეილ კაზარიანი, ასევე ვიცე-პოლკოვნიკი რუსუდან რომელაშვილი დააჯილდოვა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწყებრივი მედალი - „სამშობლოსათვის თავდადებული“ კაპიტან მალხაზ გოგავას, მაიორებს - ნიკოლოზ ხაჩიძესა და ჯემალ ბერიძე, ასევე ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ ჩილინგარაშვილს გადასცა.

საზეიმო ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოწვეული სტუმრებისა და სამხედროებისთვის სიმღერის პრემიერა გაიმართა.

შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი სიმღერის ტექსტის ავტორი პოეტი მანანა გურგენიძეა, მუსიკა „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. მუსიკალური ნომერი ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „ქართული ხმების“ წევრებმა შეასრულეს.

მოგვიანებით, სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

შეიარაღებული ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა