logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
39-მა სამხედრო მოსამსახურემ სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა
39-მა სამხედრო მოსამსახურემ სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა
13:05 28.04.2017
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 39-მა სამხედრო მოსამსახურემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა. პროგრამა სერჟანტების ასეულისა და ბატალიონის შტაბის სერჟანტების დონეზე მომზადებას ითვალისწინებდა. 20-კვირიანი სამეთაურო-საშტაბო კურსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სერჟანტებმა თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციები, ტაქტიკის საფუძვლები, სამხედრო ისტორია, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები შეისწავლეს. მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც გაიღრმავეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები განიმტკიცეს.

კურსის მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა. სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სამხედრო განათლების სრულყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში სერჟანტთა როლი განსაკუთრებით გამოყო და ისინი ჯარის ფუნდამენტად მოიხსენია. „ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სამხედრო განათლების სრულყოფაზე. გუშინ ოფიცერთა საწყისი მომზადების კურსებისთვის სტანდარტები მივიღეთ, სხვა ოფიცრებისათვის, მათ შორის, სერჟანტებისათვის ანალოგიური სტანდარტების შემუშავებას ვგეგმავთ. გვსურს, სისტემა ისე იყოს აწყობილი, რომ თითოეულ ოფიცერს საფეხურებრივი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა მაქსიმუმს მიაღწიოს. ამ მოტივაციასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობას ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია. მან გაიხსენა ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომლის სახელსაც სერჟანტთა მომზადების ცენტრი ატარებს. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

ცერემონიალის დასასრულს, კურსდამთავრებულები ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მ/შ, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი რომან ქავთარაძე, ასევე სერჟანტთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა