logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია ფრანგ კოლეგას შეხვდა
ლევან იზორია ფრანგ კოლეგას შეხვდა
13:42 19.04.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი მასპინძლობს. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას საფრანგეთში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საქართველოს მიმართ საფრანგეთის მრავალწლიან პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის მიზნად ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკას. „საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშნებელობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხნენ, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო განათლების კუთხითაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში საფრანგეთის წვლილს გაუსვა და განაცხადა, რომ სამთო სკოლა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს და წარმატებულ პროექტს წარმოადგენს.

მინისტრებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლოვ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ლევან იზორიამ მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორუმში საფრანგეთიდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა